Sections
Archive
| Mo | Tu | We | Th | Fr | Sa | Su | |
|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | |||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | |
| 27 | 28 | 29 | |||||
Newsletter
Did you enjoy this article?
სამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე ტალღა” მაუწყებლობას ახორციელებს ქალაქ ფოთიდან. ახალი ამბები კი პირდაპირ ეთერშია 2002 წლის 26 მაისიდან. საინფორმაციო გამოშვების პირდაპირ ეთარში წარმოება პირველი პრეცენდენტი იყო რეგიონში. იგი შესაძლებელი გახდა აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეცხრე ტალღის ახალი ამბების სახელწოდებაა ,,კურსორი”. იგი ეთერში გადაიცემა ყოველ დღე (შაბათ- კვირის გარდა) 19 საათსა და 30 წუთზე. (მეორდება 9:00, 24:00). 2006 წლის 26 მაისიდან კი ,,მეცხრე ტალღამ” საკუთარი ძალებით შეძლო ახალი სტუდიის დამზადება, ახალი ამბების შეიცვალა ფორმატიც. რუბრიკებს დაემატა ,,ჟურნალისტური გამოძიება”, სტუმარი სტუდიაში, პორტრეტი, სატელეფონო ჩართვა და ა.შ. ახლომდებარე რეგიონების ახალი ამბები. ,,კურსორში” პრიორიტეტი ენიჭება ისეთი თემებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების დარღვევა, კორუფცია, ჩინოვნიკთა უფლებების გადამეტება, სოციალური და ენერგეტიკული პრობლემები, უმცირესობების როლი საზოგადოებაში და სხვა.
,,მეცხრე ტალღა” ინტენსიურად თანამშორმლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აწარმოებს სოციოლოგიურ კვლევებს, უკავშირდება უცხოეთში არსებულ ქართულ სათვისტმოებს, საიდანაც მაყურებლისათვის ცნობილი ხდება უცხოეთში მცხოვრები ქართველების შესახებ.
,,კურსორის” ჟურნალისტური გამოძიებით არაერთხელ დაინტერესებულან სამართალდამცავები, მასზე ხშირად აღძრულა სისხლის სამსართლის საქმე.
რუბრიკაში ,,სტუმარი სტუდიაში” მოწვეულები არიან ქალაქში მიმდინარე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ- პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ფოთში ჩამოსული სტუმრები.
რუბრიკაში- ,,პორტრეტი” სიუჟეტიები მზადდება ცნობილ, კოლორიტულ სახეებზე.
რუბრიკაში ,,სატელეფონო ჩართვა” მაყურებელს საშუალება აქვს მოისმინოს ცენტრალური ხელისუფლების, პარლამენტარების, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების, ექსპერტების აზრები თუ შეფასებები.
,,კურსორში” ხშირად მზადდება სიუჟეტები ტელემაყურებელთა სატელეფონო ზარებითა თუ ,,მეცხრე ტალღის”ოფისში სტუმრობისას გამთქმულ ინტერესის სფეროებზე.
Post your comment
Comments (4 posted)
-
Posted by სალომე, 08 January, 2011 03:14:43ყველაფერთან ერთად, ძალიან კარგი იქნება თუ საიტს დაამატებთ "კურსორის" ეთერში გასულ ვიდეოებს და იქნება არქივი, რადგან აქ გასული მასალების მოპოვება ფაქტიურად თუ არ უყურე შეუძლებელია.
-
Posted by NINI, 13 July, 2010 03:50:03sopo kursoris varskvlavia..sof, gisurveb shens sikashkashes upro parto masebi daetyvevebinos..mikvarxar chemi chreli gogo,gazapxulis feri xar sooof da kvelas magitom ukvarxar...
-
Posted by ზაალი, 19 April, 2010 04:43:15სალამი,მე ვარ ზაალ კვინჩია,ივ.ჯავახიშვილის სახ.სახელმწ.უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი. თქვენი თანაქალაქელი,ფოთელი. შემიძლია აქტუალურ თემებზე მოგაწოდოთ პოლიტიკური სტატიები და ანალიზი,რა თქმა უნდა ჩემი ავტორობით და არა კომპილაციები.ამას გავაკეთებ ელ-ფოსტის მეშვეობით.შესაბამისად,მაინტერესებს რა სიხშირით გამოდის თქვენი პოლიტ-ანალიტიკური გაზეთები? ანაზღაურებას არ ვითხოვ,ეს ჩემი კეთილი ნებაა და საქმეს ყურადღებით მოვეკიდები. სურვილი მაქვს,თქვენი შეფასებისამებრ დაბეჭდოთ მასალები. გმადლობთ გულისხმიერებისათვის და ველი პასუხს ელ-ფოსტაზე.
-
Posted by zaali, 08 April, 2010 02:01:18მივესალმები საინფორმაციო პროგრამა "კურსორის" მეცხრე ტალღის ეთერში გასვლას. მეტად მნიშვნელოვანია რეგიონის ინფორმირება პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ,რაც შეუწყობს ხელს ადგილობრივი მოსახლეობის პოლიტიკურ გათვითცნობიერებას და შედეგად კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას ცენტრარული და პერიფერიული მთავრობის პოლიტიკისადმი.გისურვებთ დამოუკიდებელ,თავისუფალ და ობიექტურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას.თანაქალაქელი ზაალი,თსუ–ს სტუდენტი.





მთავარი


